a. ევროპის საბჭო, წევრთა წარმომადგენლები და სამდივნო თითოეული მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ იმ პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, რომლებიც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია მათი ფუნქციების განსახორციელებლად. ეს იმუნიტეტები ასევე მოიცავს საკონსულტაციო ასამბლეაში ყველა წარმომადგენლის იმუნიტეტს დაკავებისაგან და სხვა სამართლებრივი პროცედურისაგან ყველა წევრის ტერიტორიაზე, ასამბლეაში ან მის კომიტეტებსა და კომისიებში განხილვის დროს ნათქვამისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით.

b. მხარეები „a“ პუნქტის დებულებების შესრულების მიზნით შეძლებისდაგვარად დროულად დებენ შეთანხმებას. ამ მიზნით მინისტრთა კომიტეტი რეკომენდაციას აძლევს წევრების მთავრობებს მიიღონ შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ყველა წევრის ტერიტორიაზე მინიჭებულ პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასთან დადებულ უნდა იქნას სპეციალური შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს საბჭოს მიერ მისი განლაგების ადგილას პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობას.