ა) სამდივნოს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს მხარეთა ასამბლეა;
ბ) აღმასრულებელი მდივნის მანდატის ხანგრძლივობა შეადგენს 4 წელიწადს, თუ მხარეთა ასამბლეა არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას;
გ) მოტივირებული გადაწყვეტილებით, მხარეთა ასამბლეას შეუძლია გაიწვიოს აღმასრულებელი მდივანი სამანდატო ვადის დასრულებამდე;
დ) აღმასრულებელი მდივანი არის EUTELSAT-ის კანონიერი წარმომადგენელი. იგი მოქმედებს მხარეთა ასამბლეის ხელმძღვანელობით და გააჩნია უშუალო პასუხისმგებლობა მის წინაშე, სამდივნოსათვის დაკისრებული ყველა ფუნქციის შესრულებაზე;
ე) აღმასრულებელ მდივანს გააჩნია უფლება დანიშნოს სამდივნოს მთელი პერსონალი, მხარეთა ასამბლეის მიერ დამტკიცების პირობით, მე-9 მუხლის მე-11 ქვეპუნქტის შესაბამისად;
ვ) აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ვაკანსიის ან აღმასრულებელი მდივნის არყოფნის ან მასზე დაკისრებული ფუნქციების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი მდივნის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სათანადოდ დანიშნულია მხარეთა ასამბლეის მიერ, გააჩნია კონვენციით აღმასრულებელი მდივნისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი;
ზ) აღმასრულებელი მდივანი და სამდივნოს პერსონალი თავს იკავებს ნებისმიერი მოქმედებებისაგან, რომლებიც არ შეესაბამება მათ ვალდებულებებს EUTELSAT-შ