ა) თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმის უფლება ასამბლეაში. მხარეები, რომლებიც თავს იკავებენ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან, განიხილებიან, როგორც ხმის არმიმცემი მხარეები;

ბ) მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე მხარეთა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3). მხარე, რომელიც წარმოადგენს „ბ)“ პუნქტის მიხედვით სხვა ერთ ან ორ მხარეს, შესაბამისად, აძლევს იმდენ ხმას, რამდენ მხარესაც წარმოადგენს;

გ) პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა უბრალო უმრავლესობით, თითოეული მხარე ერთი ხმით იქნება წარმოდგენილი;

დ) მხარეთა ასამბლეის შეხვედრაზე კვორუმის უზრუნველსაყოფად საჭიროა სულ ცოტა მხარეთა ერთი მესამედის დასწრება;

ე) მხარეთა ასამბლეა მიიღებს პროცედურულ წესებს, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს კონვენციის დებულებებთან, კერძოდ, იმ მუხლებთან, რომლებიც განსაზღვრავენ:

1) თავმჯდომარის ან სხვა პასუხისმგებელი პირის არჩევას;

2) შეხვედრების მოწვევას;

3) წარმომადგენლობისა და აკრედიტაციის საკითხებს;

4) კენჭისყრის პროცედურებ