ა) EUTELSAT-ის მთავარი ამოცანაა, კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ წინამდებარე მუხლში ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველყოფა. ეს პრინციპებია:
i) საერთო სარგებლობის მომსახურების/უნივერსალური მომსახურების ვალდებულებები: ეს ვალდებულებები გამოიყენება კოსმოსურ სეგმენტსა და ამ კოსმოსური სეგმენტის გამოყენებასთან მიმართებაში, ისეთი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთო სარგებლობის კომუტირებულ სატელეფონო ქსელთან; აუდიოვიზუალური მომსახურებები და მომავალი მომსახურებები წარმოდგენილი იქნებიან ეროვნული წესებისა და საერთაშორისო შეთანხმებების, კერძოდ, ტრანს საზღვრული ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისობაში და იმ წესებისა და შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლებიც გამოიყენება უნივერსალური მომსახურების კონცეფციასა და საინფორმაციო საზოგადოებასთან მიმართებაში;
ii) თანამგზავრული სისტემით ევროპის სრული დაფარვა: კომპანია EUTELSAT S.A. მისი თანამგზავრული სისტემის მიერ ევროპის სრული დაფარვის წყალობით, მიზნად ისახავს ეკონომიკურ საფუძველზე მომსახურების გაწევას ყველა იმ ზონისთვის, სადაც არსებობს წევრი-სახელმწიფოების მოთხოვნილება საკომუნიკაციო მომსახურებაზე;
iii) დისკრიმინაციის არარსებობა: მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა წარმოდგენილია სამართლიანობის საფუძველზე, კომერციული მოქნილობისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის გამონაკლისით;
iv) სამართლიანი კონკურენცია − კომპანია EUTELSAT S.A. დაექვემდებარება სამართლიან კონკურენციასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედ კანონმდებლობასა და წესებს.
ბ) EUTELSAT-ის მიზანია, ასევე, უზრუნველყოს მემკვიდრეობითობა საერთაშორისო კანონებისა და ვალდებულებების სფეროში, EUTELSAT-იდან EUTELSAT S.A.-ში გადატანილი კოსმოსური სეგმენტის ექსპლუატაციიდან გამომდინარე, კერძოდ, რადიორეგლამენტის სფეროში სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირები