ა) EUTELSAT-ის შტაბ-ბინა განთავსებულია საფრანგეთში;

ბ) EUTELSAT-ი და მისი საკუთრება კონვენციის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილების ფარგლებში მხარეთა ტერიტორიაზე თავისუფლდება საშემოსავლო და ქონების პირდაპირი დაბეგვრისაგან, აგრეთვე საბაჟო გადასახადებისაგან;

გ) თითოეული მხარე EUTELSAT-ს ანიჭებს შესაბამის პრივილეგიებს, შეღავათებს და იმუნიტეტს პროტოკოლის მიხედვით, აგრეთვე მის ოფიციალურ წარმომადგენლებს, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩამოთვლილნი არიან პროტოკოლში, მხარეებს, მხარეთა წარმომადგენლებს. კერძოდ, თითოეული მხარე ამ ინდივიდებს მიანიჭებს იმუნიტეტს იურიდიული პროცესის წარმოებისას იმ სიტყვიერი თუ ქმედითი საქციელის მიმართ, რომელიც განხორციელდა მათი ფუნქციების შესრულების მიზნით მათი მოვალეობების ფარგლებში, რაც განსაზღვრულია პროტოკოლით. ის მხარე, რომლის ტერიტორიაზეც არის განთავსებული EUTELSAT-ის შტაბ-ბინა, რაც შეიძლება სწრაფად აწარმოებს მოლაპარაკებებს EUTELSAT-თან ან საჭიროების შემთხვევაში გადახედავს შტაბ-ბინასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომელიც მოიცავს პრივილეგიებს, გამონაკლისებსა და იმუნიტეტს. ყველა დანარჩენი მხარეც რაც შეიძლება სწრაფად შეადგენს პროტოკოლს, რომელიც მოიცავს პრივილეგიებს, გამონაკლისებსა და იმუნიტეტს. შტაბ-ბინის ხელშეკრულება და პროტოკოლი აღწერენ მათი შეწყვეტის პირობებს და მოქმედებენ კონვენციის დამოუკიდებლა