ა) თითოეულ მხარეს უფლება აქვს გამოვიდეს EUTELSAT-იდან სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს, რაც წერილობით უნდა შეატყობინოს დეპოზიტორს, 21-ე მუხლის თანახმად. გამოსვლა ძალაში შევა დეპოზიტორის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მხარე დაარღვევს მისთვის კონვენციით განსაზღვრულ პირობას, მხარეთა ასამბლეამ, მას შემდეგ, რაც მიიღებს ინფორმაციას ამის შესახებ და გაითვალისწინებს მხარის წარმომადგენლობის აზრს, შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება მხარის EUTELSAT-იდან გარიცხვის შესახებ. დღიდან გადაწყვეტილების მიღებისა, კონვენცია ძალას კარგავს მოცემულ მხარესთან მიმართებაში. ამ მიზეზით შეიძლება მოწვეულ იქნეს მხარეთა ასამბლეის საგანგებო შეხვედრა;
გ) მხარეს, რომელიც გაირიცხება ან ითვლება EUTELSAT-იდან გარიცხულად, უწყდება მხარეთა ასამბლეაში წარმომადგენლობის ყოლის უფლება და არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა ან მოვალეობა გარიცხვის დღიდან, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელსაც ითვალისწინებს ხელშეკრულებიდან გამოსვლის აქტი;
დ) ყველა შეტყობინება გარიცხვის ან გარიცხულად ჩათვლის შესახებ მხარეებს მიეწოდებათ დაუყოვნებლივ, დეპოზიტორის მიე