მხარეთა ასამბლეას ექნება შემდეგი ფუნქციები:
ა) განსაზღვროს კომპანია EUTELSAT S.A.-ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ძირითად პრინციპებთან. ამასთან დაკავშირებით, კომპანია EUTELSAT S.A.-ს შეუძლია წარმოადგინოს რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება მხარეთა ასამბლეის მიერ;
ბ) უზრუნველყოს კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ ძირითადი პრინციპების დაცვა შეთანხმების შესაბამისად;
გ) მიიღოს გადაწყვეტილებები ამ შეთანხმებაში წარმოდგენილი ცვლილებების შესახებ, იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილებები განპირობებული იქნება შეთანხმების ორივე მხარის ორმხრივი თანხმობით;
დ) მიიღოს შესაბამისი ზომები საერთაშორისო კანონებისა და ვალდებულებების საკითხში მემკვიდრეობითობის უზრუნველსაყოფად, EUTELSAT-იდან EUTELSAT S.A.-ში გადატანილი კოსმოსური სეგმენტის ექსპლოატაციიდან გამომდინარე, კერძოდ, რადიორეგლამენტის სფეროში სიხშირეთა გამოყენებასთან დაკავშირებით;
ე) მიიღოს გადაწყვეტილება EUTELSAT-სა და სახელმწიფოებს (იქნება ეს სახელმწიფო მხარე თუ არა), ან საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის ოფიციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, კერძოდ, აწარმოოს მოლაპარაკებები კონვენციის მე-12 მუხლის „გ)“ პუნქტში ნახსენები შტაბ-ბინის ხელშეკრულების შესახებ;
ვ) მიიღოს გადაწყვეტილება ყველა წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია კონვენციის მოქმედების შეჩერებისაკენ მუხლი 14-ის „გ)“ პუნქტის შესაბამისად;
ზ) განიხილოს მხარეების მიერ წარმოდგენილი საჩივრები;
თ) კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მიიღოს გადაწყვეტილება EUTELSAT-იდან მხარის გარიცხვის თაობაზე;
ი) კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად მიიღოს გადაწყვეტილება კონვენციაში შესწორების შეტანის თაობაზე და კომპანია EUTELSAT S.A.-ში წარადგინოს ნებისმიერი წინადადება შესწორების თაობაზე, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს კომპანიის საქმიანობის წარმართვაზე;
კ) კონვენციის მე-18 მუხლის „ე)“ პუნქტის მიხედვით, მიიღოს გადაწყვეტილება კონვენციაზე მიერთების მოთხოვნასთან დაკავშირებით;
ლ) კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, დანიშნოს და გაათავისუფლოს აღმასრულებელი მდივანი და აღმასრულებელი მდივნის რეკომენდაციის საფუძველზე განსაზღვროს სამდივნოს საკადრო შემადგენლობა, სტატუსი, სამუშაოზე მიღების პირობები, შეთანხმების გათვალისწინებით;
მ) დანიშნოს სამდივნოს უმაღლესი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც შემსრულებელი აღმასრულებელი მდივანი, აღმასრულებელი მდივნის არყოფნის, ან მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების შეუძლებლობის ან ამ პოსტის ვაკანტურად გამოცხადების შემთხვევაში;
ნ) დაამტკიცოს ყოველწლიური და ორწლიანი ბიუჯეტი;
ო) დაამტკიცოს ცვლილებები კომპანია EUTELSAT S.A.-ს ადგილმდებარეობის შესახებ, შეთანხმების პირობების შესაბამისა