ა) მხარეები სარგებლობენ იმ უფლებებითა და ეკისრებათ ის მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციით. ამ უფლება-მოვალეობათა განხორციელება უნდა შეესაბამებოდეს კონვენციის დებულებებს;
ბ) ყველა მხარე სარგებლობს უფლებით დაესწროს ყველა შეხვედრას და კონვენციას, სადაც მათი დასწრების უფლება განსაზღვრულია კონვენციის დებულებებით. მათ აგრეთვე, უფლება აქვთ დაესწრონ EUTELSAT-ის ეგიდით მოწყობილ შეხვედრებს, მიუხედავად იმისა, თუ სად ეწყობა ეს შეხვედრა;
გ) იმგვარი კონფერენციის ან შეხვედრის მოწყობის შემთხვევაში, რომელიც გაიმართება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც განთავსებულია EUTELSAT-ის შტაბ-ბინა, აღმასრულებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ მასპინძელი მხარე არ არის წინააღმდეგი ამგვარი ღონისძიების მოწყობისა და მზად არის მიიღოს ღონისძიების მონაწილეები კონფერენციის მიმდინარეობის განმავლობაშ