ა) მხარეთ ასამბლეა შედგება ყველა მხარისაგან;

ბ) ერთი მხარე მხარეთა ასამბლეის შეხვედრაზე შეიძლება წარმოადგენდეს მეორე მხარეს, მხარეს არ აქვს ორზე მეტი მხარის წარმოდგენის უფლება;

გ) მხარეთა ასამბლეის პირველ შეხვედრას იწვევ გენერალური დირექტორი კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. შემდგომი შეხვედრები გაიმართება ორ წელიწადში ერთხელ, თუ რასაკვირველია, მხარეთა ასამბლეა სხვა სახის ინტერვალს არ დააწესებს;

დ) მხარეთა ასამბლეა უფლებამოსილია მოიწვიოს საგანგებო შეხვედრა ერთი ან მეტი მხარის მოთხოვნით, თუ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს სულ ცოტა მხარეთა ერთი მესამედი ან კომპანია EUTELSAT S.A.-ს მოთხოვნით. ასეთი სახის მოთხოვნაში ახსნილი უნდა იყოს საგანგებო შეხვედრის მოთხოვნის მიზეზები;

ე) თითოეული მხარე თავად კისრულობს შეხვედრაზე დასწრების ხარჯების ანაზღაურება