ა) ევტელსატის ხარჯებისა და დანახარჯების დაფარვის მიზნით, შეთანხმების შესაბამისად, EUTELSAT-სა და კომპანია EUTELSAT S.A.-ს შორის დაიდება შეთანხმებები;

ბ) დანახარჯები, დაკავშირებული სამდივნოს შექმნასა და ფუნქციონირებასთან, რომლებიც შეზღუდვის გარეშე, ითვალისწინებს შენობების არენდისა და შენახვის, ხელფასებსა და პერსონალის პრემიალურ ხარჯებს, მხარეთა ასამბლეის ორგანიზებისა და ჩატარების ხარჯებს EUTELSAT-სა და მხარეებს შორის, ასევე სხვა ორგანიზაციებთან საკონსულტაციო ხარჯებს და EUTELSAT-ის მიერ მე-3 მუხლის შესაბამისად განხორციელებულ იმ ღონისძიებათა ხარჯებს, რომელთა მიზანია კომპანია EUTELSAT S.A.-ს მიერ ძირითადი პრინციპების შესრულების უზრუნველყოფა, ეკისრება კომპანია EUTELSAT S.A.-ს, შეთანხმებით გათვალისწინებული ზღვრების ფარგლებში, მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმა