ა) მხარეები ქმნიან ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტურ ორგანიზაცია EUTELSAT-ს, შემდგომში წოდებულს EUTELSAT-ად;
ბ) 1) EUTELSAT S.A. დაარსებულია, რათა გაუწიოს ექსპლუატაცია თანამგზავრულ სისტემებს და უზრუნველყოს თანამგზავრული მომსახურება, და ამ მიზნით EUTELSAT-ის აქტივები და საოპერაციო საქმიანობა გადატანილ იქნება EUTELSAT S.A.-ში.
2) EUTELSAT S.A. დაექვემდებარება იმ ქვეყნის სადამფუძნებლო აქტებსა და კანონებს, რომელშიც ის დაარსდა.
3) მხარესა და EUTELSAT S.A.-ას შორის დასადები შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერი მხარე, რომლის ტერიტორიაზე იქნება განლაგებული EUTELSAT S.A.-ს შტაბ-ბინა ან რომლის ტერიტორიაზე იმყოფება და/ან ექსპლუატაცია გაეწევა აქტივებს, მიიღებს ყველა აუცილებელ შესაბამის ზომას EUTELSAT S.A. -ს შექმნის და ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის“ ;
გ) „EUTELSAT“-სა და „EUTELSAT S.A.“-ს შორის ურთიერთობა განსაზღვრულია შეთანხმებით;
დ) კონვენციის „ა“ დანართის შესაბამისი მუხლები უზრუნველყოფენ EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A.-ს შორის საქმიანობათა მემკვიდრეობა