განსაზღვრებები მოქმედებს მხოლოდ ამ კონვენციასთან მიმართებაში
ა) „კონვენცია“ − კონვენცია, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაცია EUTELSAT-ი. კონვენცია გულისხმობს მის პრეამბულას, დანართებს და შემდგომ შესწორებებსაც. მთავრობების მიერ კონვენციაზე ხელმოწერა დაიწყო პარიზში 1982 წლის 15 ივლისს;
ბ) „დროებითი შეთანხმება“ − შეთანხმება ევროპის გარდამავალ სატელეკომუნიკაციო სატელიტური ორგანიზაციის კონსტიტუციის შესახებ INTERIM EUTELSAT-ი, რომელიც შეიქმნა პარიზში 1977 წლის 13 მაისს ადმინისტრაციებსა და აღიარებულ კერძო მოქმედ დაწესებულებებს შორის და ინახება საფრანგეთის ადმინისტრაციასთან;
გ) „ECS“ ხელშეკრულება − გარდამავალი ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც ეხება თანამგზავრული სატელეკომუნიკაციო სისტემის სივრცულ სეგმენტს, განსაზღვრულს ფიქსირებული მომსახურებისათვის (ECS) და რომელიც ხელმოწერილ იქნა პარიზში 1978 წლის 10 მარტს;
დ) „მხარე“ − სახელმწიფო, რომელიც შეუერთდა ამ კონვენციას ან დროებით გახდა მისი წევრი;
ე) „EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი“ − EUTELSAT-ის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი;
ვ) „EUTELSAT-ის აღმასრულებელი მდივანი“ − EUTELSAT-ის სამდივნოს ხელმძღვანელი;
ზ) „EUTELSAT S.A“ − სააქციო საზოგადოება, რომელიც ექვემდებარება ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობას. თავდაპირველად განლაგებული იქნება საფრანგეთში;
თ) „სივრცული სეგმენტი“ − სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების გარკვეული რაოდენობა, გარდა ამისა, ჩამწერი, ტელეაღმრიცხველი, კონტროლი, მონიტორინგის და თანამგზავრთა საოპერაციო უზრუნველყოფის სხვა მოწყობილობები;
ი) „თანამგზავრული სისტემა“ − სივრცის ნაწილის ფარგლებში შექმნილი ერთეული და ის სახმელეთო სადგურები, რომლებიც უკავშირდებიან ამ სივრცულ სეგმენტს;
კ) „ტელეკომუნიკაცია“− ნებისმიერი სიგნალის, გამოსახულების, ბგერის ნებისმიერი სახლით გადაცემა გაყვანილობის, რადიო, ოპტიკური ან სხვა ელექტრომაგნიტური სისტემის საშუალებით;
ლ) „ძირითადი პრინციპები“ − წინამდებარე კონვენციის მე-3 მუხლში მითითებული პრინციპები;
მ) „შეთანხმება“ − შეთანხმება EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A-ს შორის, რომლის მიზანია EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A-ს შორის ურთიერთობის და მათი შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, საკანონმდებლო ჩარჩოების წარმოდგენა, რომელიც EUTELSAT-ს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს ზედამხედველობა და EUTELSAT S.A-ის მიერ ძირითადი პრინციპების შესრულებ