ა) კონვენციის შესწორება შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მხარემ, რომელიც უნდა მიეწოდოს აღმასრულებელ მდივანს. ამ უკანასკნელმა წინადადება უნდა მიაწოდოს მხარეებს. მხარეთა ასამბლეა მოცემულ შესწორებას განიხილავს მისი მიწოდებიდან არაუადრეს ექვსი თვისა, გაითვალისწინებს რა კომპანია EUTELSAT S. A.-ის მიერ წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას, რომლის საკონსულტაციო დასკვნა იქნება მოთხოვნილი, თუ წარმოდგენილი შესწორება კონვენციაში გავლენას იქონიებს მისი საქმიანობის მიმდინარეობაზე. ეს პერიოდი შეიძლება შემცირდეს მხარეთა ასამბლეის გადაწყვეტილების შესაბამისად, კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, თუ საქმე ეხება ძირეულ საკითხს;
ბ) მხარეთა ასამბლეის მიერ მიღებული შესწორება ძალაში შევა დეპოზიტორის მიერ ამ შესწორებების იმ სახელმწიფოთა ორი მესამედისაგან თანხმობის მიღებიდან 120 დღის შემდეგ, რომლებიც ამ შესწორების მიღების დღეს იყვნენ მხარეები. შესწორება სავალდებულო ხდება ყველა მხარისთვის ძალაში შესვლის დღიდან;
გ) მხარეებს შეუძლიათ დაითხოვონ EUTELSAT-ი კონვენციის შეწყვეტით, რასაც მხარს დაუჭერს ყველა მხარის ორი მესამედის უმრავლესობა;
დ) კონვენციის შეწყვეტა არ შეაჩერებს EUTELSAT S. A.-ის არსებობას;
ე) თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული EUTELSAT S. A.-სთან, მანამ არ მიიღება არანაირი გადაწყვეტილება EUTELSAT-ის არსებობის შეწყვეტის შესახებ, ამ მუხლის „გ)“ პუნქტის თანახმად, ვიდრე სრულად არ ამოიწურება მე-3 მუხლის „ბ)“ პუნქტში ხსენებული ყველა საერთაშორისო უფლება და მოვალეობ