ა) კონვენცია ძალაში შევა მისი ხელის მოწერიდან სამოცი დღის განმავლობაში კონვენციის მე-16 მუხლის „ა)“ პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მიხედვით, ან იმ შემთხვევაში, თუ ის რატიფიცირებული, აღიარებული და დამტკიცებული იქნა იმ სახელმწიფოთა ორი მესამედის მიერ, რომლებსაც ხელმოწერის დაწყების დღიდან აქვთ გარდამავალი შეთანხმების ხელმომწერი მხარის იურისდიქცია, თუ ეს ხელმომწერი მხარეები ან მათი წარმომადგენელი ხელმომწერები ECS შეთანხმებასთან მიმართებაში ფლობენ ECS შეთანხმების ფინანსური დაბანდებების ორ მესამედს;
ბ) კონვენცია ძალაში შევა მასზე ხელმოწერის დაწყებიდან არა უადრეს რვა თვისა. კონვენცია არ ჩაითვლება ძალაში შესულად, თუ მას არ მოეწერა ხელი, არ იქნა რატიფიცირებული, აღიარებული და დამტკიცებული ამ მუხლის „ა)“ პუნქტის მიხედვით, მასზე ხელმოწერის დაწყებიდან 36 თვის განმავლობაში;
გ) სახელმწიფოს მიმართ, რომლის რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების და მიერთების ინსტრუმენტი დეპოზიტირებულ იქნა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულება შევიდა ძალაში, კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტირების დღეს;
დ) ძალაში შესვლის შემდეგ კონვენცია დროებით ამოქმედდება სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ხელი მოაწერეს და რომელთა ხელის მოწერაც ექვემდებარება რატიფიკაციას, აღიარებას და დამტკიცებას და შეესაბამება ხელმოწერის თხოვნას ხელმოწერის დროს ან ხელმოწერის შემდეგ ამოქმედებამდე. დროებითი მოქმედება დასრულდება:
1) ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, აღიარების და დამტკიცების ინსტრუმენტის დეპოზიტირების შემდეგ, ან
2) კონვენციის ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადის გასვლის შემდეგ, ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიცირების აღიარების და დამტკიცების გარეშე;
3) ამ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული ვადის დასრულების შემდეგ მოცემული სახელმწიფოს გადაწყვეტილების − არ მოახდინოს რატიფიკაცია, აღიარება და დამტკიცება − შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში.
თუ დროებითი გამოყენება შეწყდება ამ პუნქტის მე-2 და მე-3 ქვეპუნქტების მიხედვით, კონვენციის მე-13 მუხლის „გ)“ პუნქტით განისაზღვრება მხარის უფლებები და მოვალეობები;
ე) ძალაში შესვლის შემდეგ კონვენცია შეცვლის და შეწყვეტს დროებითი შეთანხმების მოქმედებას. თუმცა არაფერი კონვენციაში არ შეეხება მხარის უფლება-მოვალეობებს, რომლებიც მოპოვებულ იქნა ხელმომწერი მხარის მიერ დროებითი შეთანხმების შედეგა