ა) საფრანგეთის რესპუბლიკა წარმოადგენს კონვენციის კურატორს, რომელსაც გადაეცემა რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცებისა და მიერთების ინსტრუმენტები, მოთხოვნები დროებითი მიერთების შესახებ და რატიფიკაციის შესახებ ცნობა, დამატებებისა და ცვლილებების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია, ინფორმაცია EUTELSAT-იდან გამოსვლის ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე;

ბ) კონვენცია გადაეცემა კურატორის არქივს. კურატორი კონვენციის ტექსტის დამტკიცებულ ასლებს მიაწვდის ყველა ქვეყანას, რომელთაც ხელი მოაწერეს ან გადასცეს ინსტრუმენტები მასთან მიერთებასთან დაკავშირებით, და აგრეთვე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს;

გ) კურატორი ყველა სახელმწიფოს, რომელთაც ხელი მოაწერეს ან შეუერთდნენ ხელშეკრულებას და თუ საჭიროა, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს რაც შეიძლება სწრაფად მიაწვდის ცნობას;

1)კონვენციის ყველა ხელმოწერის თაობაზე;

2) რატიფიკაციის, აღიარების, დამტკიცების და მიერთების ინსტრუმენტის გადაცემის შესახებ;

3) იმ სამოცდღიანი ვადის დაწყების შესახებ, რომელზეც საუბარია კონვენციის მე-17 მუხლის „დ)“ პუნქტის მიხედვით;

4) კონვენციის ძალაში შესვლის შესახებ;

5) დროებითი მიერთების შესახებ ყველა მოთხოვნასთან დაკავშირებით, კონვენციის მე-17 მუხლის „დ)“ პუნქტის მიხედვით;

6) აღმასრულებელი მდივნის დანიშვნის თაობაზე, კონვენციის მე-10 მუხლის „ა)“ პუნქტის შესაბამისად;

7) კონვენციის ნებისმიერი დამატებისა და ჩასწორებების ძალაში შესვლის შესახებ;

8) გარიცხვასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეტყობინების შესახებ;

9) მხარეთა ასამბლეის ყველა გადაწყვეტილების მიღებული კონვენციის მე-13 მუხლი „ბ)“ პუნქტის მიხედვით კონვენციის მხარის გარიცხულად ჩათვლის შესახებ;

10) კონვენციასთან ყველა სხვა სახის შეტყობინებებისა და ურთიერთობების შესახებ;

დ) კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, კურატორი გაეროს სამდივნოს წესდების 102-ე მუხლის მიხედვით, გაეროს სამდივნოს რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისთვის გაუგზავნის კონვენციის დამოწმებულ ასლს.

კონვენციას ხელს აწერენ პირები უფლებამოსილი თავიანთი ხელისუფლებების მიერ *.

კონვენციაზე ხელმოწერა დაიწყო ათას ცხრაას ოთხმოცდა ორი წლის ივლისის მეთხუთმეტე დღეს პარიზში. კონვენცია შედგენილია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე მათგანს თანაბარი ძალა გააჩნია.

* EUTELSAT-ის წევრი სახელმწიფოები: ავსტრია, ბელგია, ვატიკანი, გერმანია (ფედ. რესპ.), საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სან-მარინო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ფინეთი, საფრანგეთი, შვედეთი, შვეიცარია, იუგოსლავია.

დანართი „ა“

გარდამავალი დებულებები

1. საქმიანობის განგრძობადობა

1. ევტელსატის მიერ გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია EUTELSAT S.A.-ს შექმნის მომენტში, ინარჩუნებს ძალას ამ ხელშეკრულების შეცვლამდე ან შეჩერებამდე, ზემოთხსენებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. EUTELSAT-ის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ძალაშია EUTELSAT S.A.-ის შექმნის მომენტში, ინარჩუნებს ძალას, ამ გადაწყვეტილების შეცვლამდე ან შენარჩუნებამდე.

2. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია EUTELSAT S.A.-ს შექმნის მომენტში, EUTELSAT-ის მიერ დაწყებულია და არ არის დასრულებული ნებისმიერი ნებადართული ან მოთხოვნილი მოქმედება, კომპანია EUTELSAT S.A.-ს აღმასრულებელი მდივანი ან მთავარი აღმასრულებელი პირი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში და EUTELSAT-სა და EUTELSAT S.A.-ს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, იმოქმედებს ამ ორგანოს სანაცვლოდ, ასეთი მოქმედების დასრულების მიზნით.

2. გადატანის მეთოდი

ა) EUTELSAT-ი გააფორმებს გადატანის შესახებ ხელშეკრულებას („გადატანის შესახებ ხელშეკრულება“) კომპანია EUTELSAT S.A.-სთან, მის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ან ყველა აქტივისა და პასივის (როგორც ეს მოცემულია გადატანის შესახებ ხელშეკრულებაში) EUTELSAT S.A.-ში გადატანის მიზნით („გადატანა“).

ბ) გადატანის შედეგს წარმოადგენს უნივერსალური გადატანა ყველა უფლების, ქონების და ვალდებულების, რომლებიც წარმოადგენენ გადასატან საქმიანობასთან დაკავშირებული ქონების შემადგენელ ნაწილს, რაც განიხილება საქმიანობის სფეროს სრულუფლებიან და ავტონომიურ შემადგენელ ნაწილად. ასეთი გადატანის შედეგები მსგავსია იმ შედეგებისა, რომლებიც გამომდინარეობენ კომერციულ კომპანიებთან დაკავშირებული 382-ე მუხლისა და 1966 წლის 24 ივლისის №66-537 კანონის გამოყენების საშუალებით გამოყოფის რეჟიმიდან, თუმცა ამავე დროს, EUTELSAT-ის მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული არანაირი ვალდებულებები და ფორმალობები, რომლებიც ეკისრება გადამტან სააქციო საზოგადოებას ზემოთ ხსენებული კანონის შესაბამისად.

გ) წინა გადატანისგან დამოუკიდებლად, გადატანა ძალაში იქნება erga omnes, გადატანის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღიდან, ნებისმიერი პირის, მათ შორის, იმ პირების შეტყობინებების ან თანხმობის საჭიროების გარეშე, რომელთათვისაც განკუთვნილია ასეთი ვალდებულებები (კრედიტორები). იმავე საშუალებით გადატანა ძალაში შევა ნებისმიერი პიროვნების მიმართ, რომელთაც EUTELSAT-თან გაფორმებული აქვთ intuito peronace სახის კონტრაქტი.

3. მართვა

ა) რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ მე-2 პუნქტს, EUTELSAT-ის აღმასრულებელი ორგანოს მთელს პერსონალს გააჩნია კომპანია EUTELSAT S.A.-ში გადასვლის უფლება; ხოლო პირები, რომლებიც განახორციელებენ ამ უფლებებს, მათი გადაყვანის მომენტში სარგებლობენ იმ სამუშაო პირობებით, რომლებიც, სულ ცოტა, ეკვივალენტურია იმ პირობებისა, რომლებიც მათ გააჩნდათ უშუალოდ ამ გადატანის მომენტამდე.

ბ) იმ პირებს, რომლებიც გადატანის დღისათვის ღებულობდნენ პენსიას EUTELSAT-ის საპენსიო გეგმის წესების შესაბამისად, გაუგრძელდებათ ამ პენსიების მიღება ზემოთ ხსენებული წესების პირობების შესაბამისად, რომლებიც ძალაში იყო გადატანის დღეს.

გ) იმ პირების მიმართ, რომლებსაც გადატანის დღისთვის მოპოვებული ჰქონდათ პენსიის მიღების უფლება EUTELSAT-ის საპენსიო გეგმის წესების შესაბამისად, განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები ასეთი უფლებების შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით.

დ) ამ დანართის პუნქტი 1-ის შესაბამისად, პერსონალის შრომითი საქმიანობის პირობები ძალაში დარჩება კომპანია EUTELSAT S.A.-ის მიერ ახალი პირობების ჩამოყალიბებამდე.

ე) კომპანია EUTELSAT S.A.-ის დირექტორატის პირველი თავმჯდომარისა და პირველი აღმასრულებელი პირის მიერ პოსტის დაკავებამდე, მათ შესაბამის ფუნქციებს შეასრულებს EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი.

4. EUTELSAT-ის ფუნქციების გადაცემა კომპანია EUTELSAT S.A.-ში და აღმასრულებელი მდივნისთვის

ა) EUTELSAT S.A.-სა და სამდივნოს ჩამოყალიბების დღეს, EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი შეატყობინებს ყველა დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ.

ბ) EUTELSAT-ის გენერალური დირექტორი, როგორც EUTELSAT-ის კანონიერი წარმომადგენელი, მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას კომპანია EUTELSAT S.A.-ში და აღმასრულებელი მდივნისთვის ყველა უფლება-მოვალეობების დროული გადატანის უზრუნველყოფის მიზნით.

დანართი „ბ“

(საარბიტრაჟო პროცედურა)

1. კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული დავების მოსაგვარებლად შეიქმნება საარბიტრაჟო ტრიბუნალი შემდეგი პუნქტების შესაბამისად;

2. კონვენციის ნებისმიერი მხარე შეიძლება შეუერთდეს დავის ნებისმიერ მხარეს არბიტრაჟის დროს;

3. საარბიტრაჟო ტრიბუნალი შედგება სამი წევრისაგან. დავის თითოეული მხარე წარმოადგენს ერთ არბიტრს ერთი მხარის მიერ არბიტრაჟში მონაწილეობის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში. პირველი ორი არბიტრი ორი თვის ვადის განმავლობაში დაწყებული მეორე არბიტრის ნომინაციის დღიდან წარადგენენ მესამე არბიტრს, რომელიც იქნება საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი არბიტრაჟთაგანი არ იქნა წარმოდგენილი დადგენილი დროის განმავლობაში, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მას წარადგენს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს თავმჯდომარე. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, წარდგინება მოხდება მუდმივი საარბირტრაჟო სასამართლოს გენერალური მდივნის მიერ. იგივე პროცედურა ხორციელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარეს არ წარადგენენ დადგენილი დროის განმავლობაში;

4. საარბიტრაჟო ტრიბუნალი თავად განსაზღვრავს საპროცესო წესებს;

5. თითოეული მხარე პასუხს აგებს იმ არბიტრთან დაკავშირებულ ხარჯებზე, რომელიც მის მიერ იქნა წარმოდგენილი, აგრეთვე ტრიბუნალის მოწვევასთან დაკავშირებულ ხარჯებზე. თავმჯდომარესთან დაკავშირებულ ხარჯებს მხარეები თანაბრად ინაწილებენ;

6. საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, რომელთაც უფლება აქვთ თავი შეიკავონ კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო ყველა მხარისათვის. მხარეები დაემორჩილებიან გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ. გადაწყვეტილების ბუნდოვანების შემთხვევაში, საარბიტრაჟო ტრიბუნალი ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე განმარტავს მა