ა) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული საოპერაციო დაწესებულება იყო ან ჰქონდა უფლება გამხდარიყო დროებითი ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იმ დროისათვის, როდესაც დაიწყო კონვენციაზე ხელის მოწერა, სარგებლობს უფლებით შეუერთდეს კონვენციას იმ დღიდან, როდესაც წყდება მასზე ხელმოწერები, მისი ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადის განმავლობაში.

ბ) ამ მუხლი „გ)“ და „ე)“ პუნქტებში ჩადებული დებულებები დააკმაყოფილებს შემდეგი ქვეყნების მოთხოვნებს შეუერთდნენ ხელშეკრულებას:

1) სახელმწიფო, რომელის სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაცია ან აღიარებული კერძო საოპერაციო დაწესებულება იყო ან ჰქონდა უფლება გამხდარიყო დროებითი ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე იმ დროისთვის, როდესაც დაიწყო კონვენციაზე ხელის მოწერა და რომელიც არ გახდა მხარე კონვენციის მე-16 მუხლის „ა)“ პუნქტის 1-ლი და მე-2 ქვეპუნქტების მიხედვით;

2) ნებისმიერი სხვა ევროპული ქვეყანა, რომელიც გახლავთ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის წევრი და სურს შეუერთდეს კონვენციას მისი ძალაში შესვლის შემდეგ;

გ) ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც სურს შეუერთდეს ხელშეკრულებას ამ მუხლის „ა)“ პუნქტში ნახსენებ გარემოებებში, ამის შესახებ წერილობით აცნობებს აღმასრულებელ მდივანს და წერილს თან დაურთავს სრულ ინფორმაციას, დაკავშირებულს ასეთ განაცხადთან;

დ) აღმასრულებელი მდივანი ღებულობს განმცხადებელი სახელმწიფოს განაცხადს და წარუდგენს ამ განაცხადს მხარეთა ასამბლეას;

ე) მხარეთა ასამბლეა მიიღებს გადაწყვეტილებას მსურველი სახელმწიფოს მოთხოვნის შესახებ მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი მდივანი ჩათვლის, რომ ფლობს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელსაც მოითხოვს ამ მუხლის „3“ ქვეპუნქტი. აღმასრულებელი მდივნის გადაწყვეტილების შესახებ სასწრაფოდ ეცნობება მხარეთა ასამბლეას. მხარეთა ასამბლეა გადაწყვეტილებას მიიღებს ფარული კენჭისყრით და იმ პროცედურის შესაბამისად, რომელიც ხორციელდება ძირეული საკითხების გადაწყვეტისას. ამ მიზეზით შეიძლება მოწვეულ იქნეს მხარეთა ასამბლეა;

ვ) აღმასრულებელი მდივანი მსურველ ქვეყანას მიაწვდის ინფორმაციას მიერთების პირობების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია მხარეთა ასამბლეის მიერ და რომელიც ექვემდებარება პროტოკოლს, რომელიც თან ერთვის იმ მიერთების ინსტრუმენტს, რომელიც დეპოზიტირებული უნდა იქნეს ქვეყნის მიე