ა) ყველა დავა, რომელიც წარმოიშობა მხარეებს შორის ან EUTELSAT-სა და მხარეს შორის კონვენციის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ექვემდებარება არბიტრაჟს, კონვენციის „ბ“ დანართის მიხედვით, თუ სხვანაირად არ მოგვარდა ერთი წლის ვადაში მას შემდეგ, რაც დავის ერთ-ერთი მხარე შესთავაზებს მეორე მხარეს დავის მეგობრულად მოგვარებას;
ბ) ყველა დავა, დაკავშირებული კონვენციის ინტერპრეტაციასთან, რომელიც წარმოიშობა მხარესა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც აღარ არის მხარე, ან EUTELSAT-სა და იმ ქვეყანას შორის, რომელიც აღარ არის მხარე, ექვემდებარება არბიტრაჟს, კონვენციის „ბ“ დანართის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში მხარე არ შესთავაზებს და სახელმწიფო, რომელმაც შეწყვიტა მხარედ ყოფნა, არ დათანხმდება დავის მეგობრულად მოგვარებას. თუ სახელმწიფო აღარ ჩაითვლება მხარედ, მას შემდეგ, რაც დავა განსახილველად გადაეცა არბიტრაჟს ამ მუხლის „ა)“ პუნქტის მიხედვით, არბიტრაჟი გაგრძელდება მის დასრულებამდ