1. ნებისმიერი დავა შეთანხმების ორ ან მეტ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც არ შეიძლება მოლაპარაკებით ან მოგვარების სხვა საშუალებებით, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირად იქმნება: დავის ყოველი მონაწილე ნიშნავს არბიტრს და ეს ორი არბიტრი ნიშნავს მესამე არბიტრს – თავმჯდომარეს. თუ თხოვნის მიღებიდან სამი თვის შემდეგ ერთ-ერთი მონაწილე ვერ შეძლებს არბიტრის დანიშვნას, ან არბიტრები ვერ შეძლებენ თავმჯდომარის არჩევას, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია მიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს თხოვნით დანიშნოს არბიტრი ან საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. პუნქტი 1-ის დებულებების შესაბამისად დანიშნული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა დავის მონაწილეებისათვის.

3. საარბიტრაჟო სასამართლო პროცედურის თავის წესებს ადგენს.

4. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი პროცედურის და სხდომის ადგილის, აგრეთვე მის მიერ განხილული დავის შესახებ მიიღება ხმების უმრავლესობით.

5. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიჭრას დავის მონაწილეებს შორის გადაწყვეტილების განმარტებასთან ან მის შესრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადასცეს განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება გამოიტან