1. წინამდებარე წესების 1 მუხლის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად:

a) კონტეინერის შემადგენელი ნაწილები (კედლები, იატაკი, კარები, სახურავი, ბიგი, ჩარჩოები, განივი ელემენტები და ა.შ.) ერთმანეთს უნდა უერთდებოდნენ ან მოწყობილობების მეშვეობით, რომელთა მოხსნა გარედან და ისევ ადგილზე დაბრუნება აშკარა კვალის გარეშე ვერ მოხერხდება, ან იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ისეთ კონსტრუქციას უზრუნველყოფენ, რომლის შეცვლა შეუძლებელია აშკარა კვალის გარეშე. როცა კედლები, იატაკი, კარები და სახურავი დამზადებულია სხვადასხვა ელემენტებისაგან, ისინი უნდა პასუხობდნენ იგივე მოთხოვნებს და საკმაოდ გამძლე უნდა იყოს;

b) კარებს და დახურვის სხვა სისტემებს (ჩამკეტი ონკანები, საძრომების სახურავები, მილტუჩები და ა.შ.) უნდა ჰქონდეთ მოწყობილობა, რომელზედაც შეიძლება საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დასმა. ეს მოწყობილობა უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გარედან ჩამოხსნა და ისევე ადგილზე დაბრუნება კვალის დაუტოვებლად შეუძლებელი იყოს და დასაკეტი მოწყობილობები არ უნდა იხსნებოდეს საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების დარღვევით. უკანასკნელნი შესაბამისად უნდა იყოს დაცული. ნებადართულია ასახსნელი სახურავების გაკეთება;

c) სავენტილაციო და სადრენაჟო ხვრელებს უნდა ჰქონდეთ კონტეინერის შიგნით შესვლის დასაბრკოლებელი მოწყობილობა, რომელიც ისეთი კონსტრუქციის უნდა იყოს, რომ ვერ მოხერხდეს მისი ჩამოხსნა გარედან და ისევ ადგილზე დაბრუნება შესამჩნევი კვალის გარეშე.

2. წინამდებარე წესების 1 მუხლის c) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად, ნებადართულია კონტეინერის შემადგენელი ელემენტების არსებობა, რომლებიც პრაქტიკული მოსაზრებით უნდა შეიცავდნენ ღრუ სივრცეებს (მაგალითად, ორმაგი კედლის შემადგენელ ნაწილებს შორის). იმისათვის, რომ ეს სივრცეები ვერ გამოიყენონ ტვირთის დასამალავად:

i) კონტეინერის შიდა შემოკერვა ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ მისი მოხსნა და ადგილზე დაბრუნება შესამჩნევი კვალის გარეშე შეუძლებელი იყოს; ან

ii) აღნიშნული სივრცეების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იყოს შეზღუდული და ეს სივრცეები ადვილი მისაწვდომი უნდა იყოს საბაჟო კონტროლისათვი