1. წინამდებარე კონვენციის მიმართ შენიშვნები იმ შენიშვნების გამოკლებით, რომლებიც ეხება 1-8, 12-17, 20, 25 და წინამდებარე მუხლს, აგრეთვე დანართებში შემავალ დებულებებთან დაკავშირებული შენიშვნების გამოკლებით, დაიშვება იმ პირობით, რომ ეს შენიშვნები წარმოდგენილი იქნება წერილობითი ფორმით და, თუ ისინი წარდგენილ იქნა რატიფიკაციის, მიღების მოწონების ან შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემამდე, ისინი დადასტურებულია ამ დოკუმენტში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის ამ შენიშვნებს მე-18 მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
2. პუნქტი 1-ის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი შენიშვნა:
a) ცვლის შეთანხმების მხარისათვის, რომელმაც ასეთი შენიშვნა გააკეთა ამ შენიშვნის ფარგლებში, წინამდებარე კონვენციის იმ დებულებებს, რმოელსაც ის ეხება; და
b) ამგვარადვე ცვლის ამ დებულებებს სხვა ხელშემკვრელი მხარეებისთვისაც მათ ურთიერთდამოკიდებულებაში შენიშვნის გამკეთებელ ხელშემკვრელ მხარესთან.
3. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, რომელმაც წარადგინა შენიშვნა პუნქტი 1-ის შესაბამისად, შეუძლია მოხსნას იგი ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნსი სახელზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალები