1. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შესთავაზოს ერთი ან მეტი შესწორება წინამდებარე კონვენციაში შესატანად, ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების ტექსტს ატყობინებენ საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც უგზავნის მას ყველა ხელშემკვრელ მხარეს და ინფორმაციას აწვდის მე-18 მუხლში ნახსენებ სახელმწიფოებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს. საბაჟო თანამშრომლობის საბჭომ დანართ 7-ში ჩამოყალიბებული პროცედურის წესების შესაბამისად აგრეთვე უნდა მოიწვიოს ადმინისტრაციული კომიტეტი.
2. წინა პუნქტის შესაბამისად შემოთავაზებული ან კომიტეტის სესიაზე შემუშავებული და კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობის ორი მესამედის მიერ მოწონებული ნებისმიერ შესწორება ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის შესწორებას შეთანხმების მხარეებს მიღებისათვის და აგრეთვე მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ, მათი ინფორმირებისათვის.
4. წინა პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ნებისმიერი შესწორება მიღებულად ითვლება, თუ შემოთავაზებული შესწორების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ გაგზავნის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ მის მიმართ საწინააღმდეგო აზრი არ განაცხადა.
5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში ატყობინებს ყველა ხელშემკვრელ მხარეს და მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ, იმის შესახებ, იყო თუ არა გამოთქმული საწინააღმდეგო აზრი შემოთავაზებული შესწორების მიმართ. თუ შემოთავაზებული შესწორების საწინააღმდეგო აზრი ეცნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, შესწორება არ ითვლება მიღებულად, და ამასთან დაკავშირებით არავითარი ზომები არ მიიღება. თუ ასეთი საწინააღმდეგო აზრის შესახებ არ ეცნობა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, შესწორება ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის სამი თვის შემდეგ წინა პუნქტში მითითებული 12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, ან ისეთი უფრო გვიანი ვადის შემდეგ, რომელიც შეუძლია განსაზღვროს კომიტეტმა მისი მიღების მომენტში.
6. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ინფორმირების გზით მიმართოს თხოვნით წინამდებარე კონვენციის გადახედვის მიზნით კონფერენციის მოწვევის შესახებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ატყობინებს ყველა ხელეშმკვრელ მხარეს ამ თხოვნის შესახებ და იწვევს კონფერენციას კონვენციის გადასახედად, თუ გაერთიანებული ერები ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების თარიღიდან ოთხთვიანი პერიოდის განმავლობაში ხელშემკვრელი მხარეების არანაკლებ ერთი მესამედისა აცნობებენ მას ამ თხოვნისათვის მხარდაჭერის შესახებ. ასეთი კონფერენციის მოწვევა ხდება აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ, ადმინისტრაციული კომიტეტის თხოვნის საფუძველზე. ადმინისტრაციული კომიტეტი ასეთი თხოვნით მიმართავს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იღებს კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობა. თუ კონფერენციის მოწვევა ხდება წინამდებარე პუნქტის მიხედვით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი მასში მონაწილეობის მისაღებად იწვევს მე-18 მუხლში ხსენებულ ყველა სახელმწიფო