1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ მეხუთე დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ცხრა თვის შემდეგ.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელმაც რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ მეხუთე დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ მოახდინა წარმოდგენილი კონვენციის რატიფიკაცია, მიიღო ან მოიწონა იგი, ან შეუერთდა მას, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან ექვსი თვის შემდეგ.

3. ითვლება, რომ ნებისმიერი დოკუმენტი რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ, რომელიც შესანახად გადაეცემა წინამდებარე კონვენციაში შეტანილი შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, მიეკუთვნება კონვენციის შეცვლილ ტექსტს.

4. ითვლება, რომ ნებისმიერი ასეთი დოკუმენტი, რომელიც შესწორების მიღების შემდეგ, მაგრამ მის ძალაში შესვლამდე გადაეცემა შესანახად, კონვენციის შეცვლილ ტექსტს მიეკუთვნება ამ შესწორების ძალაში შესვლის შემდე