2. დაშვება წარმოებს მე-5 დანართში გათვალისწინებული ერთ-ერთი პროცედურის შესაბამისად.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად დაშვებული კონტეინერები სხვა ხელშემკვრელი მხარეების მიერაც დაიშვება საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით საერთაშორისო გადაზიდვების ნებისმიერი რეჟიმის დროს.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს იმ კონტეინერების დაშვების მოწმობის ნამდვილობა, რომლებიც არ პასუხობენ მე-4 დანართში ჩამოყალიბებულ პირობებს. მიუხედავად ამისა შეთანხმების მხარეებმა არ უნდა შეაფერხონ გადაზიდვა, როცა აღმოჩენილ დეფექტებს არა აქვს დიდი მნიშვნელობა და არ არიან დაკავშირებულნი კონტრაბანდის შესაძლებლობასთან.
5. საბაჟოს ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად განმეორებითი გამოყენების წინ ნებისმიერი კონტეინერი, რომლის დაშვების მოწმობას აღარ სცნობენ, ან უნდა მოიყვანონ იმ მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველი გახდა, ან ამ კონტეინერმა ხელმეორედ უნდა გაიაროს დაშვების პროცედურა.
6. როდესაც გამოვლინდება, რომ რაღაც დეფექტები არსებობდა კონტეინერის დაშვების პროცედურის დროს, ამის თაობაზე დაშვებაზე პასუხისმგებელ კომპენტენტურ ორგანოს მიეწოდება ინფორმაცია.
7. თუ აღმოჩნდება, რომ დანართი 5-ის 1 a) და b) პუნქტებში აღწერილი პროცედურების შესაბამისად საბაჟოს ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად დაშვებული კონტეინერები ფაქტიურად არ პასუხობენ დანართი 4-ის ტექნიკურ პირობებს, კომპეტენტური ორგანო, რომელმაც მოახდინა დაშვება, იღებს აუცილებელ ზომებს კონტეინერების საჭირო ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან აუქმებს დაშვებას.
განმარტებითი ჩანაწერე