1. წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელის მოწერისათვის 1973 წლის 15 იანვრამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განყოფილებაში ჟენევაში, და შემდეგში 1973 წლის 1 თებერვლიდან 1973 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ დაწესებულებებში ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის ან ნებისმიერი სპეციალიზირებული დაწესებულების ან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრების მიერ ან საერთაშორისო სასამარლოს სტატუსის მონაწილეების და აგრეთვე გაეთრიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ წინამდებარე კონვენციაში მონაწილეობისათვის მიწვეული ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიერ.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან მოწონებას მასზე ხელის მომწერი სახელმწიფოების მიერ.

3. წინამდებარე კონვენცია ღია რჩება შეერთებისათვის პუნქტ 1-ში მითითებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

4. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების, ან შეერთების შესახებ გადაეცემა შესანახად გაერთიანებული ორგანიზაციის გენერალურ მდივან