1. ეს კონვენცია ექვემდებარება სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ რატიფიცირებას, მიღებას ან მოწონებას. იგი ღიაა სახელმწიფოების და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების შეერთებისათვის კონვენციის ხელმოსაწერად დახურვის შემდეგ მეორე დღეს. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც ხდება ამ კონვენციის მხარე, მაშინ, როდესაც არც ერთი მისი წევრი სახელმწიფო არ არის მისი მხარე, ვრცელდება ამ კონვენციიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფო არის ამ კონვენციის მხარე, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები ღებულობენ გადაწყვეტილებას თავისი მოვალეობის შესახებ კონვენციიდან გამომდინარე შესაბამისი ვალდებულებების შესრულების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციას და წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ერთდროულად განახორციელონ ამ კონვენციიდან გამომდინარე უფლებები.
3. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავის დოკუმენტში აცხადებენ თავისი კომპეტენციის სფეროს თაობაზე იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც წესრიგდება ამ კონვენციით. ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია დეპოზიტარს აგრეთვე აცნობებს თავისი კომპეტენციის სფეროს ნებისმიერი შესაბამისი ცვლილებების შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, ინფორმაციას აწვდის კონვენციის მხარეებს.
4. ნებისმიერ მხარეს რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავის დოკუმენტებში შეუძლია განაცხადოს, რომ A, B ან C დანართში შეტანილი ნებისმიერი შესწორება მისთვის ძალაში შედის მხოლოდ რატიფიკაციის, მიღების, მოწონების ან შეერთების შესახებ თავისი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის შესანახად გადაცემის შემდგომ