1. წლიური ანგარიშის, წლიური ბალანსისა და მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცებისას მორიგი საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის მოწონების თაობაზე. საერთო კრების გადაწყვეტილებით ან ხმის უფლების მქონე აქციების 10 პროცენტის მფლობელი აქციონერების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს ცალკეული წევრებისა და ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ გაწეული მუშაობის მოწონებისთვის ცალკე კენჭისყრა ტარდება.
2. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს და ხელმძღვანელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობის მოწონება მათ არ ათავისუფლებს სააქციო საზოგადოების წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგა
მთავარი მონაცემები
განაკვეთი10 პროცენტის
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (02.08.2021).
Law of Georgia „LAW OF GEORGIA
ON ENTREPRENEURS“, მუხლი 185, №875-Vრს-Xმპ, 02.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 240000000.05.001.020373 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5230186/muxli-185/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია