1. საერთო კრების მომზადებისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხები:
ა) საერთო კრების ჩატარების თარიღი და ადგილი;
ბ) საერთო კრების ჩატარებისა და ხმის მიცემის ფორმები;
გ) საერთო კრების დღის წესრიგი;
დ) საერთო კრების დანიშვნის შესახებ აქციონერებისთვის შეტყობინების ფორმა;
ე) აქციონერებისთვის გადასაცემი მასალების ნუსხა და ამ მასალების გადაცემის წესი;
ვ) საერთო კრების სააღრიცხვო დღე.
2. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია გადაწყვიტოს საერთო კრების ჩატარებისთვის აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხ