1. ეს კონვენცია ექვემდებარება სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მიერ რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. იგი ღიაა სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების შეერთებისათვის ამ კონვენციის ხელმოსაწერად დახურვის თარიღიდან მეორე დღეს. დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების თაობაზე შესანახად გადაეცემა დეპოზიტარს.
2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომელიც ხდება ამ კონვენციის მხარე, მაშინ, როდესაც არც ერთი მისი წევრი სახელმწიფო არ არის მხარე, ეკისრება ამ კონვენციით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. თუ ასეთი ორგანიზაციის ერთი ან რამდენიმე წევრი სახელმწიფო კონვენციის მხარეა, ეს ორგანიზაცია და მისი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ თავის მოვალეობებს. ასეთ შემთხვევებში ორგანიზაციასა და მის წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ერთდროულად განახორციელონ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები.
3. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია თავის დოკუმენტში რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ აღნიშნავს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ, ამ კონვენციით რეგულირებად საკითხებს. ნებისმიერი ასეთი ორგანიზაცია დეპოზიტარს აგრეთვე უგზავნის შეტყობინებას, რომელიც, თავის მხრივ, მხარეებს აწვდის ინფორმაციას მისი კომპეტენციის სფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახე