1. ეს კონვენვია ძალაში შედის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან 90-ე დღეს.

2. თითოეული მხარისათვის ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციისათვის, რომელიც მოახდენს ამ კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას ან შეუერთდება მას რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების შესახებ ორმოცდამეათე დოკუმენტის შესანახად გადაცემის შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ამ სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ტავისი დოკუმენტის შესანახად გადაცემიდან 90-ე დღეს.

3. პირველი და მე-2 პუნქტების მიზნებისათვის ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შესანახად გადასცემს ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია, არ განიხილება ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ გადაცემული დოკუმენტების დამატებით დოკუმენტა