1. ამ კონვენციის თითოეულ მხარეს აქვს ერთი ხმა, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

2. ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია თავის კომპეტენციას მოკუთვნებულ საკითხებზე იყენებს ხმის უფლებას. მას აქვს იმდენი ხმა, რამდენი მისი წევრი სახელმწიფოცაა ამ კონვენციის მხარე. ასეთი ორგანიზაცია არ იყენებს თავისი ხმის უფლებას, თუ მისი წევრი სახელმწიფოები სარგებლობენ თავისი ხმის უფლებით, და პირიქით.

3. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „მხარეები, რომლებიც ესწრებიან და მონაწილეობენ კენჭისყრაში” ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და ამ კენჭისყრისას რაიმე გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ან ეწინააღმდეგებია