ამ კონვენციის ორიგინალი, რომლის ტექსტებიც შესრულებული ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე, ითვლება ავთენტურ ტექსტებად. შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

რის დადასტურებლადაც

ქვემორე ხელის მომწერებმა, საამისოდ დადგენილი წესით უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.

შესრულებულია როტერდამში ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის სექტემბრის მეათე დღეს.

I დანართი

იმ ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელიც მოცემულია მე-5 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ შეტყობინებებში

შეტყობინებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1. თვისებები, იდენტიფიკაცია და გამოყენების ინფორმაცია:

ა) საერთო სახელწოდება;

ბ) ქიმიური სახელწოდება საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნომენკლატურის ჩარჩოებში (მაგალითად, თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი – IUPAC), ასეთი ნომენკლატურის არსებობის შემთხვევაში;

გ) სავაჭრო დასახელებები და ნაერთების დასახელებები;

დ) კოდის ნომრები: ქიმიაში ანალიტიკური მიმოხილვის მომზადების სამსახურის (KAC) ნომრები, საბაჟო კოდების შეთანხმებული სისტემა და სხვა ნომრები;

ე) ინფორმაცია საშიშროების კლასიფიკაციის შესახებ, თუ ქიმიურ ნივთიერებაზე ვრცელდება კლასიფიკაციის მოთხოვნები;

ვ) გამოყენების სახე ან სახეები;

ზ) ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური თვისებები.

2. საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება:

ა) ინფორმაცია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შესახებ:

ა.ა) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების რეზიუმე;

ა.ბ) სარეგლამენტაციო დოკუმენტის დამოწმება;

ა.გ) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების ძალაში შესვლის თარიღი;

ა.დ) ცნობა იმის შესახებ, იყო თუ არა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებული რისკის/საშიშროების შეფასების საფუძველზე, და შესაბამისად, ამ შეფასების შესახებ ინფორმაცია, სათანადო დოკუმენტაციის მითითებით;

ა.ე) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღების მიზეზი, რომლებიც უკავშირდება ადამიანის, მათ შორის, მომხმარებლებისა და მუშების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის საკითხებს;

ა.ვ) ადამიანის, მათ შორის, მომხმარებლებისა და მუშების, ჯანმრთელობისათვის ან გარემოსათვის შესაძლო იმ საშიშროებისა და რისკის მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია ქიმიურ ნივთიერებებთან და საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებით გამოწვეული შედეგების განხილვა;

ბ) გამოყენების კატეგორია ან კატეგორიები, რომლის საფუძველზედაც მიღებულ იქნა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება თითოეული კატეგორიის მიხედვით:

ბ.ა) გამოყენების სახე ან სახეები, რომლებიც აკრძალულია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების შესაბამისად;

ბ.ბ) გამოყენების სახე ან სახეები, რომლებიც კვლავინდებურად ნებადართულია;

ბ .გ) წარმოებული, იმპორტირებული, ექსპორტირებული და გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების მოცულობის შეფასება, ასეთი შეფასების არსებობის შემთხვევაში;

გ) შეძლებისდაგვარად იმის მითითება, რამდენად აქტუალური შეიძლება იყოს საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება სხვა ქვეყნებისა და რეგიონებისათვის;

დ) ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს:

დ.ა) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასებას;

დ.ბ) ინფორმაციას ალტერნეტივებისა და მათთან დაკავშირებული რისკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად:

-სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსური სტრატეგია;

-საწარმოო მეთოდები და პროცესები, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები.

II დანართი

აკრძალული ან მკაცრი შეზღუდული ქიმიური ნივთიერებების III დანართის შეტანის კრიტერიუმები

ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი სამდივნოს მიერ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოგზავნილი შეტყობინებების შესწავლისას:

ა) ადასტურებს, რომ საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებულ იქნა ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოს დაცვის მიზნით;

ბ) ადგენს, რომ საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება მიღებულ იქნა რისკის შეფასების შედეგების საფუძველზე. ეს შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო მონაცემების მიმოხილვას შესაბამისი მხარისათვის განსაკუთრებით აქტუალური პირობების გათვალისწინებით, ამიტომ წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ნათელი უნდა იყოს, რომ:

ბ.ა) მონაცემები მიღებულია მეცნიერულად აღიარებული მეთოდებით;

ბ.ბ) მონაცემთა მიმოხილვა ჩატარებულია და დოკუმენტურად გაფორმებულია საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო პრინციპებისა და პროცედურების დაცვით;

ბ.გ) საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება ეფუძნება რისკის შეფასების შედეგებს დადგენილების მიმღები მხარისათვის განსაკუთრებით აქტუალური პირობების გათვალისწინებით;

გ) განსაზღვრავს, იძლევა თუ არა საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილება იმის საკმაო საფუძველს, რომ ქიმიური ნივთიერება შეყვანილ იქნეს III დანართში შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

გ.ა) თუ გამოიწვია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებამ ან, როგორც მოსალოდნელია, გამოიწვევს მოცემული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების მოცულობის ან მისი გამოყენების სახეების რაოდენობის შემცირებას;

გ.ბ) თუ გამოიწვია საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებამ ადამიანის ჯანმრთელობისათვის და გარემოსათვის შესაძლო რისკის ფაქტობრივი შემცირება ან, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვანი შემცირება იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც წარმოადგინა შეტყობინება;

გ.გ) თუ გამოიყენება ის მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად დაედო საბოლოო სარეგლამენტაციო დადგენილების მიღებას, მხოლოდ შეზღუდულ გეოგრაფიულ რაიონებში ან სხვა შეზღუდულ გარემოებებში;

გ.დ) თუ არსებობს ამ ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო დონეზე ვაჭრობის გაგრძელების დამადასტურებელი ფაქტები;

გ.დ) თუ არსებობს ამ ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო დონეზე ვაჭრობის გაგრძელების დამადასტურებელი ფაქტები;

დ) ითვალისწინებს, რომ წინასწარგანზრახული არასწორი გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი ქიმიური ნივთიერებების III დანართში შესატანად.

III დანართი

ქიმიური ნივთიერებები, რომლებზედაც ვრცელდება წინასწარდასაბუთებული თანხმობის პროცედურა

ქიმიური ნივთიერება

KAC შესაბამისი ნომერი

კატეგორია

2,4,5-ტ

93-76-5

პესტიციდი

ალდრინი

309-00-2

პესტიციდი

კაპტაფოლი

2425-06-1

პესტიციდი

ქლორდანი

57-74-9

პესტიციდი

ქლორდიმეფორმი

6164-98-3

პესტიციდი

ქლორბენზილატი

510-15-6

პესტიციდი

DDT

50-29-3

პესტიციდი

დილდრინი

60-57-1

პესტიციდი

დინოსები და დინოსების მარილი

88-85-7

პესტიციდი

1,2-დიბრომეთანი (EDB)

106-93-4

პესტიციდი

ფლორაცეტამიდი

640-19-7

პესტიციდი

HCH(შერეული იზომერი)

608-73-1

პესტიციდი

ჰეპტაქლორი

76-44-8

პესტიციდი

ჰექსაქლორობენზინი

118-74-1

პესტიციდი

ლინდანი

58-89-9

პესტიციდი

ვერცხლისწყლის შენაერთი არაორგანული

ვერცხლისწყლის შენაერთი, ალკილ ვერცხლისწყლის შენაერთები დიალკიოქსი ალკილის და არილ ვერცხლისწყლის შენაერთი

პესტიციდი

პენტაქლოროფენოლი

87-86-5

პესტიციდი

მონოქროტოფოსი (ნივთიერების გამხსნელი სითხის, რომელიც შეიცავს 600გ აქტიური ინგრედიენტს ლიტრზე)

6923-22-4

პესტიციდი

მეთამოდოფოსი (ნივთიერების გამხსნელი სითხით, რომელიც შეიცავს 600გ აქტიურ ინგრედიენტს ლიტრზე)

10265-92-6

რამდენიმე სახიფათო

პესტიციდი

ფოსფამიდონი (ნივთიერების გამხსნელი სითხით, რომელიც შეიცავს 1000გ აქტიურ ინგრედიენტს ლიტრზე)

13171-21-6 ((E) და (Z) იზომერების ნარევი)

23783-98-4

((Z)-იზომერი)

297-99-4

((E)-იზომერი)

რამდენიმე სახიფათო

პესტიციდი

მეთილ-პარატიონი (ემულსირებული კონცეტრანტი (EC) 19.5%, 40%, 50%, 60% აქტიური ინგრედიენტით და მტვერი, რომელიც შეიცავს 1.5%, 2%, და 3% აქტიურ ინგრედიენტს)

298-00-0

რამდენიმე სახიფათო პესტიციდი

პარატიონი (ნებისმიერ ფორმაში - აეროზოლები, პუდრა (DP), ემულსირებული კონცენტრატები (EC), გრანულები (GR) და ტენიენი პუდრა (WP)-ამ ნივთიერების შემცველობაში, გარდა კაფსულების სუსპენზიებისა (CS))

56-38-2

რამდენიმე სახიფათო

პესტიციდი

ქროსიდოლიტი

12001-28-4

საწარმო

პოლიბრომინატის ბიფენილები

(PBB)

36355-01-4 (ჰექსა-)

27858-07-7 (ოქტა-)

13654-09-6 (დეკა-)

საწარმო

პოლიქლორინული ტერფენილები (PCT)

61788-33-8

საწარმო

თრის (2,3-დიბრომოპროპილ)

126-72-7

IV დანართი

განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთების III დანართში შეტანის შესახებ ინფორმაცია და კრიტერიუმები

ნაწილი 1. დოკუმენტაციები, რომელიც უნდა წარმოადგინოს შემომთავაზებელმა მხარემ

მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ წინადადებებს თან უნდა ერთოდეს დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საშიში პესტიციდური ნაერთის სახელწოდება;

ბ) აქტიური ინგრედიენტის ან ნაერთში ინგრედიენტების სახელწოდებები;

გ) ნაერთში აქტიური ინგრედიენტის შედარებითი მოცულობა;

დ) ნაერთის ტიპი;

ე) სავაჭრო სახელწოდება და მწარმოებლების სახელწოდება, თუ ასეთები არსებობენ;

ვ) შემომთავაზებელი მხარის ტერიტორიაზე ნაერთის გამოყენების ფართოდ გავრცელებული და აღიარებელი სახეები;

ზ) პრობლემასთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალური აღწერა, მათ შორის, არასასურველი შედეგებისა და იმის აღწერა, თუ როგორ გამოიყენებოდა პესტიციდური ნაერთი;

თ) ნებისმიერი სარეგლამენტაციო, ადმინისტრაციული ან სხვა სახის ზომები, რომლებიც მიღებულია ან მსგავსი ინციდენტების განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნება შემომთავაზებელი მხარის მიერ.

ნაწილი II. ინფორმაცია, რომელსაც შეაგროვებს სამდივნო

მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სამდივნო აგროვებს ნაერთის შესახებ სათანადო ინფორმაციას, მათ შორის:

ა) მონაცემებს ნაერთის ფიზიკო-ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და ეკოტოქსიკოლოგიური თვისებების შესახებ;

ბ) ინფორმაციას სხვა ქვეყნებში გადამუშავებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების შესახებ;

გ) ინფორმაციას სხვა სახელმწიფოებში ნაერთთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ;

დ) სხვა მხარეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ან სხვა შესაბამისი, ეროვნული ან საერთაშორისო წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას;

ე) არსებული რისკის ან/ და საშიშროების შეფასებას;

ვ) ინფორმაციას, თუ იგი არსებობს, რომელიც მოუთითებს ნაერთის გამოყენების მასშტაბებზე, მაგალითად, რეგისტრაციების რაოდენობა ან წარმოების მოცულობა ან გაყიდული ნაერთის ოდენობა;

ზ) განსახილველი პესტიციდის სხვა ნაერთებს და ინფორმაციას მათთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ, თუ ასეთი არსებობს;

თ) სოფლის მეურნეობის მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატიულ მეთოდებს;

ი) სხვა ინფორმაციას, რომელიც ქიმიური ნივთიერებების განმხილველმა კომიტეტმა შეიძლება განსაზღვროს, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ნაწილი III. განსაკუთრებით საშიში პესტიციდური ნაერთების III დანართში შეტანის კრიტერიუმები

ქიმიური ნივთიერებების განმხილველი კომიტეტი სამდივნოს მიერ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გამოგზავნილი წინადადების განხილვისას მხედველობაში იღებს შემდეგ ფაქტორებს:

ა) იმ მონაცემების საიმედოობას, რომლებიც მოწმობენ, რომ ნაერთის გამოყენებამ მხარის მიერ მიღებული ან ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად გამოიწვია რეგისტრირებული შემთხვევები;

ბ) ასეთი შემთხვევების აქტუალურობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ახასიათებთ ანალოგიური კლიმატი, ნივთიერებების გამოყენების პირობები და თავისებურებები;

გ) ტექნოლოგიებთან და მეთოდებთან დაკავშირებული დამუშავების ან გამოყენების შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა არ იყოს რაციონალურად ან ფართოდ გამოყენებული სათანადო ინფრასტრუქტურის არმქონე სახელმწიფოებში;

დ) რეგისტრირებული შემთხვევების მნიშვნელობა გამოყენებული ნაერთის მოცულობიდან გამომდინარე;

ე) წინასწარგანზრახული არასწორი გამოყენება თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი ქიმიური ნივთიერების III დანართში შესატანად.

V დანართი

იმ ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომელსაც შეიცავს შეტყობინება ექსპორტის შესახებ

1. შეტყობინება ექსპორტის შესახებ შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ექსპორტიორი და ინპორტიორი მხარეების შესაბამისი დანიშნული ეროვნული ორგანოების სახელწოდება და მისამართი;

ბ) იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე საექსპორტო მიწოდების განხორციელების სავარაუდო თარიღი;

გ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ქიმიური ნივთიერების სახელწოდება და I დანართში მითითებული საინფორმაციო მასალების რეზიუმე, რომლებიც უნდა წარედგინოს სამდივნოს მე-5 მუხლის შესაბამისად. თუ ნაერთში ან ნარევში არის ერთზე მეტი მსგავსი ქიმიური ნივთიერება, ასეთი ინფორმაცია სამდივნოს წარედგინება თითოეული ქიმიური ნივთიერების შესახებ;

დ) განცხადება, რომელშიც მითითებულია ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო კატეგორია, თუ იგი ცნობილია, და იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე ამ კატეგორიის ფარგლებში მისი სავარაუდო გამოყენების სახე;

ე) ინფორმაცია უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომლებიც მიმართულია ზემოქმედებისა და ქიმიური ნივთიერების ნარჩენების შესამცირებლად;

ვ) ნარევის ან ნაერთის შემთხვევაში მიეთითება აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული ნივთიერების ან ნივთიერებების კონცენტრაცია;

ზ) იმპორტიორის სახელწოდება და მისამართი;

თ) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აქვს ექსპორტიორი მხარის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს და რომელიც შეიძლება დაეხმაროს იმპორტიორი მხარის დანიშნულ ეროვნულ ორგანოს.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, ექსპორტიორი მხარე იმპორტიორი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში წარადგენს I დანართით განსაზღვრულ დამატებით ინფორმაცია