რის დასადასტურებლადაც, ქვემორე ხელისმომწერებმა, საკუთარი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას, რომელიც გაიხსნა ხელმოსაწერად ქ. ვენაში ათას ცხრაას ოთხმოცი წლის სამ მარტს.
დანართი I
ფიზიკური დაცვის დონეები, რომლებიც გამოიყენება დანართ II-ში კლასიფიცირებული ბირთვული ნივთიერების მიმართ საერთაშორისო გადაზიდვისას:
1. ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვასთან დაკავშირებულ შენახვის პროცესში მყოფი ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის დონეები შეიცავს:
a) III კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა ზონაში, რომელში შესვლაც კონტროლირდება;
b) II კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა ზონაში, რომელიც იმყოფება დარაჯების ან ელექტრონული მოწყობილობების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, შემოფარგლულია ფიზიკური ბარიერით, რომელშიც არის შესასვლელი წერტილების შეზღუდული რაოდენობა და რომლებიც იმყოფებიან შესაბამისი კონტროლის ქვეშ, ან ზონაში რომელსაც გააჩნია ფიზიკური დაცვის ანალოგიური დონე:
2. I კატეგორიის ნივთიერებებისათვის, შენახვა II კატეგორიისათვის გათვალისწინებულ ზონაში, და რომელშიც ამასთან ერთად შესვლის ნება ეძლევათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა საიმედოობა დადგენილია, და რომელიც იმყოფება საპასუხო რეაგირების შესაბამის ძალებთან მუდმივი მჭიდრო კავშირის მქონე დარაჯების მეთვალყურეობის ქვეშ. ამ მხრივ მიღებული სპეციალური ზომების მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი თავდასხმის, ნივთიერებასთან უნებართვო დაშვების ან ნივთიერების უნებართვო ამოღების გამოაშკარავება და აღკვეთა.
3. საერთაშორისო გადაზიდვისას ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის დონეები შეიცავს:
a) II და III კატეგორიის ნივთიერებებისათვის, გადაზიდვა უნდა მოხდეს უსაფრთხოების სპეციალური ზომების გათვალისწინებით, გადაზიდვისათვის პასუხისმგებლობის გადაცემის ადგილის, დროისა და პროცედურების თაობაზე გამგზავნს, მიმღებსა და გადამზიდავს შორის წინასწარი შეთანხმებისა და ექსპორტიორი და იმპორტიორი სახელმწიფოების იურისდიქციისა და საკანონმდებლო აქტების სუბიექტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წინასწარი შეთანხმების ჩათვლით;
b) I კატეგორიის ნივთიერებებისათვის გადაზიდვა უნდა მოხდეს II და III კატეგორიის შემთხვევაში ზემოთ მოყვანილი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, და ამასთან ერთად, თანმხლები პირების მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, იმგვარ პირობებში რომლებიც უზრუნველყოფენ მჭიდრო კავშირს საპასუხო რეაგირების შესაბამის ძალებთან;
c) ბუნებრივი ურანისათვის, რომლის ფორმაც განსხვავდება მადნისაგან, ან მადნის ნარჩენებისაგან, 500 კილოგრამზე მეტი ოდენობის გადაზიდვისას დაცვა ითავალისწინებს გადაზიდვის შესახებ წინასწარ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება ტრანსპორტის ტიპი, ჩასვლის სავარაუდო დრო და ტვირთის მიმღების დადასტურება.
დანართი II
ბირთვული ნივთიერების კლასიფიკაცია
ნივთიერება
ფორმა
კატეგორია
I
II
III
1. პლუტონიუმია
დაუსხივებელი
ბ
2კგ ან მეტი
2კგ-ზე ნაკლები
და 500 გრ-ზე
მეტი
500 გრ ან ნაკლები და 15 გრ-ზე მეტი
2. ურან-235
დაუსხივებელი
ბ
-ურანი,გამდიდრებული
იზოტოპ ურან-
235-ით 20 ან
მეტი %-ით
-ურანი,გამდიდრებული
იზოტოპ ურან-
235-ით 10 დან
20%-მდე
-ურანი,გამდიდრებული
ბუნებრივზე
მეტად, მაგრამ
ურან-235
იზოტოპის 10%-ზე ნაკლები
შემცველობით
5 კგ ან მეტი
5კგ-ზე ნაკლები
და 1კგ-ზე მეტი
10კგ ან მეტი
1კგ-ზე ნაკლები და 15
გრ-ზე მეტი
10 კგ-ზე
ნაკლები და 1
კგ-ზე მეტი
10 კგ-ზე მეტი
3. ურან-233
დაუსხივებელი ბ
2კგ ან მეტი
2 კგ-ზე ნაკლები
და 500 გრ-ზე
მეტი
500 გ და ნაკლები და 15
გ-ზე მეტი
4. დასხივებული
საწვავი
გაღარიბებული ან ბუნებრივი ურანი, თორიუმი ან სუსტად გამდიდრებული საწვავი (დაშლადი იზოტოპების 10%-ზე ნაკლები შემცველობით) დ,ე
ა. მთელი პლუტონიუმი, იმ პლუტონიუმის გარდა, რომელშიც ურან-238-ის იზოტოპური კონცენტრაცია აღემატება 80%-ს;
ბ. რეაქტორში დაუსხივებელი ნივთიერება, ან ნივთიერება, დასხივებული რეაქტორში დასხივების 100 რად/სთ ან ნაკლებ დონეზე ერთი მეტრის მანძილზე დაცვის გარეშე;
გ. ნივთიერება, რომელიც რაოდენობრივად არ ხვდება III კატეგორიაში და ბუნებრივი ურანი დაცული უნდა იქნეს პრაქტიკული მიზანშეწონილობის თვალსაზრისით;
დ. რეკომენდირებულია დაცვის ეს დონე, თუმცა სახელმწიფოებს შეუძლიათ, ობიექტური გარემოებების შეფასებიდან გამომდინარე, განსაზღვრონ დაცვის სხვა დონე;
ე. სხვა საწვავი, რომელიც დასხივებამდე შედიოდა, შლადი ნივთიერების საწყისი შემადგენლობიდან გამომდინარე, I ან II კატეგორიაში, შეიძლება დაქვეითდეს დონეზე არაუმეტეს ერთი კატეგორიისა, თუ საწვავის გამოსხივების დონე აღემატება 100 რად/სთ-ს ერთი მეტრის მანძილზე დაცვის გარეშ