2. თუ ასეთი ხასიათის ნებისმიერი დავის მოგვარება ვერ ხერხდება 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული სახით, დავის მონაწილე ნებისმიერი მხარის მოთხოვნით ის გადაეცემა არბიტრაჟს ან საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად. თუ დავა გადაცემულია არბიტრაჟისადმი, და მოთხოვნიდან 6 თვის განმავლობაში დავაში მონაწილე მხარეები ვერ შეთანხმდებიან არბიტრაჟის ორგანიზებაზე, მხარეს შეუძლია სთხოვოს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს დანიშნოს ერთი ან მეტი არბიტრი მხარეების მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნების წაყენების შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი მიმართულ მოთხოვნას.

3. ყოველ წევრ-სახელმწიფოს, წინამდებარე კონვენციის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას, მიღებისას ან დამტკიცებისას ან მასთან მიერთებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ მიიჩნევს თავს ვალდებულად დაემორჩილოს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დავის მოგვარების ერთ ან ორივე წესს. სხვა წევრი-სახელმწიფოები არ იქნებიან ვალდებული გამოიყენონ დავის მოგვარების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესი იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.

4. ყოველ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა მე-3 პუნქტის მიხედვით, შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ეს დათქმა დეპოზიტარისადმი შესაბამისი შეტყობინების გზი