2. წევრი-სახელმწიფო, სადაც გასამართლებულ იქნა სავარაუდო სამართალდამრღვევი, შეძლებისდაგვარად პირველ რიგში ატყობინებს სასამართლოს საბოლოო შედეგს უშუალოდ დაინტერესებულ სახელმწიფოებს. წევრმა-სახელმწიფომ ასევე უნდა შეატყობინოს საბოლოო შედეგი დეპოზიტარს, რომელიც შემდეგ შეატყობინებს ყველა სახელმწიფოს.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევა ეხება ბირთვულ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენებოდა, ინახებოდა ან გადაიზიდებოდა ქვეყნის შიგნით, და სავარაუდო დამნაშავეც და ბირთვული ნივთიერებაც დარჩა იმ წევრ-სახელმწიფოს შიგნით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა სამართალდარღვევა. წინამდებარე კონვენციაში არაფერი შეიძლება განიმარტოს როგორც თხოვნა წევრ-სახელმწიფოსადმი, გაავრცელოს ინფორმაცია ამ სამართალდარღვევასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირები