a) აქტისა, კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, როგორიცაა, ბირთვული ნივთიერების მიღება, ფლობა, გამოყენება, გადაცემა, სახეცვლა, განადგურება ან გაფანტვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერი პიროვნების სიკვდილი ან სერიოზული ტრამვა, ან მიაყენოს მნიშვნელოვანი ზიანი საკუთრებას;

b) ბირთვული ნივთიერების ქურდობის ან გატაცებისა;

c) ბირთვული ნივთიერების მოტყუების გზით მითვისებისა ან მიღებისა;

d) ქმედებისა, როგორიცაა, ძალით ან ძალის გამოყენების მუქარით ან სხვა სახის მუქარის მეშვეობით ბირთვული ნივთიერების მოთხოვნა;

e) მუქარისა:

i. გამოიყენონ ბირთვული ნივთიერება, ნებისმიერი პირის მოკვლის ან მნიშვნელოვანი დაშავების ან საკუთრების მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევის მიზნით, ან

ii. ჩადენილი იქნეს სამართალდარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია „ბ” ქვე-პუნქტში, რათა ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია იძულებული იქნას განახორციელოს გარკვეული მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან;

f) ქვეპუნქტებში „a”, „b” ან „c” გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის მცდელობისა; და

g) ქმედებისა, როგორიცაა, მონაწილეობა ქვეპუნქტ „a”-დან ქვეპუნქტ „f”-ს ჩათვლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებში, დასჯილი უნდა იქნეს ნებისმიერი წევრი-სახელმწიფოს მიერ, შიდა კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს ზომებს წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების დასასჯელად, ამ სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის გათვალისწინები