მუხლი 3🔗

ყოველი წევრი-სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები, რათა საერთაშორისო გადაზიდვისას 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე დაიცვას ბირთვული ნივთიერება, რომელიც იმყოფება მის ტერიტორიაზე ან იმ ხომალდის ან თვითმფრინავის ბორტზე, რომელზეც ვრცელდება მისი იურისდიქცია, თუკი ეს ხომალდი ან თვითმფრინავი მონაწილეობს გადაზიდვაში ამ სახელმწიფოში ან სახელმწიფოდა