a)
„ბირთვული ნივთიერება” აღნიშნავს პლუტონიუმს, გარდა პლუტონიუმისა პლუტონიუმ 238-ის 80%-ზე მეტი იზოტოპური კონცენტრაციით; ურან-233-ს, ურანს, გამდიდრებულს 235 ან 233 იზოტოპებით; ურანს, იზოტოპების ნარევით, როგორც მოიპოვება ბუნებაში, გარდა მადნის ან მადნის ნარჩენებისა; აგრეთვე ნებისმიერ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ზემოაღნიშნულიდან ერთს ან მეტს;

b)
„235 ან 233 იზოტოპები გამდიდრებული ურანი” აღნიშნავს ურანს, რომელიც შეიცავს ურან-235 ან ურან-233 იზოტოპებს, ან ორივეს ერთად ისეთი რაოდენობით, რომ ამ იზოტოპების ჯამის ჭარბი წილი იზოტოპ ურან-238-თან შედარებით, მეტია ვიდრე იზოტოპ 235-ის წილი იზოტოპ 238-თან შედარებით ბუნებრივ პირობებში
;
c)
„ბირთვული ნივთიერების საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ბირთვული ნივთიერების გადაზიდვას ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც მიემართება იმ სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ, საიდანაც იწყება ტრანსპორტირება, დაწყებული ამ სახელმწიფოში გამგზავნის ობიექტიდან გასვლით და დამთავრებული საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში მიმღების ობიექტამდე ჩათვლი