2. ბირთვული ნივთიერების მოპარვის, გატაცების, ან ამ ნივთიერების სხვა ნებისმიერი უკანონო გზით ხელში ჩაგდების, ან ასეთი ქმედებების რეალური საფრთხის შემთხვევაში, წევრი-სახელმწიფოები, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში, ვალდებულნი არიან გაუწიონ მაქსიმალური თანამშრომლობა და დახმარება ასეთი ნივთიერების დაბრუნებასა და დაცვაში ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ამას მოითხოვს. კერძოდ კი:

a) ყოველი წევრი-სახელმწიფო იღებს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად დროულად შეატყობინოს სხვა სახელმწიფოებს, რომლებსაც, მისი აზრით, ეს ეხება, და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბირთვული ნივთიერების ნებისმიერი ქურდობის, გატაცების ან სხვა უკანონოდ ხელში ჩაგდების ფაქტის, ან ასეთი ქმედების რეალური საფრთხის არსებობის შესახებ;

b) საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული წევრ-სახელმწიფოები ცვლიან ინფორმაციას ერთმანეთს შორის ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ბირთვული ნივთიერების დაცვის, სატრანსპორტო კონტეინერის მთლიანობის შემოწმების, ან უკანონოდ ხელში ჩაგდებული ბირთვული ნივთიერების დაბრუნების მიზნით, და:

i. ახდენენ თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებას დიპლომატიური ან სხვა შეთანხმებული არხების მეშვეობით;

ii. გასწევენ დახმარებას, მოთხოვნის შემთხვევაში;

iii. უზრუნველყოფენ ზემოაღნიშნული მოვლენების შედეგად გატაცებული ან დაკარგული ბირთვული ნივთიერების დაბრუნებას.

ასეთი თანამშრომლობის განხორციელების გზები განისაზღვრება წევრი-სახელმწიფოს მიერ.

3. წევრი-სახელმწიფოები თანამშრომლობენ და მართავენ კონსულტაციებს უშუალოდ ერთმანეთთან ან საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, საერთაშორისო გადაზიდვის დროს ბირთვული ნივთიერების ფიზიკური დაცვის სისტემის ორგანიზების, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნი