2. არც ერთი წევრი-სახელმწიფო არ აწარმოებს ბირთვული ნივთიერების იმპორტს, ან არ იძლევა იმპორტის უფლებას ამ კონვენციის არაწევრი-სახელმწიფოდან თუ ეს წევრი-სახელმწიფო არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერება საერთაშორისო გადაზიდვის დროს დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე.

3. წევრი-სახელმწიფო არ იძლევა ბირთვული ნივთიერების თავის ტერიტორიაზე ტრანზიტის უფლებას ხმელეთზე, ან შიდა წყლებში, ან მისი საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გავლით იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ არიან ამ კონვენციის მონაწილეები, თუ მონაწილე ქვეყანა შეძლებისდაგვარად არ მიიღებს იმის გარანტიას, რომ ეს ნივთიერება საერთაშორისო გადაზიდვის დროს დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე.

4. ყოველი წევრი-სახელმწიფო საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში იყენებს 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დაცვის დონეს ბირთვული ნივთიერების ამ სახელმწიფოს ერთი ნაწილიდან იმავე სახელმწიფოს მეორე ნაწილში საერთაშორისო საზღვაო ან საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვისას.

5. წევრი-სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელია გარანტიების მიღებაზე, რომ ბირთვული ნივთიერება დაცული იქნება 1-ლი დანართით გათვალისწინებულ დონეზე, ამ მუხლის 1-3 პუნქტების თანახმად, ვალდებულია განსაზღვროს სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვულმა ნივთიერებამ უნდა გაიაროს ტრანზიტით ხმელეთის ან შიდა წყლების გზით, ან რომელთა აეროპორტებსა თუ საზღავაო პორტებში მოსალოდნელია ამ ბირთვული ნივთიერების შესვლა, და წინასწარ დროულად შეატყობინოს მათ.

6. პასუხისმგებლობა 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიების მიღებაზე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს წევრ-სახელმწიფოს, რომელიც ჩართულია გადაზიდვაში როგორც იმპორტიორი სახელმწიფო.

7. ამ მუხლში არაფერი არ შეიძლება იქნეს განმარტებული როგორც სახელმწიფოს ტერიტორიული სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ნებისმიერი ხელყოფა, მისი საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების ჩათვლი