2. მე-3, მე-4 მუხლისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გარდა, წინამდებარე კონვენცია ასევე ეხება ბირთვულ ნივთიერებას, რომელიც გამოიყენება მშვიდობიანი მიზნებისათვის, ქვეყნის შიგნით მოხმარების, შენახვის ან ტრანსპორტირებისას.

3. იმ ვალდებულებების გარდა, რომლებსაც სპეციალურად იღებენ წევრი-სახელმწიფოები მე-2 პუნქტში მოცემული მუხლებით მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენებული ბირთვული ნივთიერების ქვეყნის შიგნით მოხმარებას, შენახვასა თუ გადაზიდვასთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენციაში არაფერი არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც ასეთი, ნივთიერების ქვეყნის შიგნით მოხმარებას, შენახვასა თუ გადაზიდვაზე ამ ქვეყნის სუვერენული უფლების ხელყოფ