საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების შესასრულებლად საჭირო მოქმედება უნდა განახორციელოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრმა ან ზოგიერთმა მათგანმა, როგორც ამას განსაზღვრავს უშიშროების საბჭო.

ასეთი გადაწყვეტილებები უნდა შესრულდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების მიერ უშუალოდ და მათი მოქმედებით იმ შესაბამის საერთაშორისო სააგენტოებში, რომელთა წევრებიც ისინი არიან.