უშიშროების საბჭომ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, თავისი ხელმძღვანელობის ქვეშ იძულებითი ღონისძიებისთვის უნდა გამოიყენოს ასეთი რეგიონული შეთანხმებები ან სააგენტოები. თუმცა, იძულებითი ღონისძიება ასეთი რეგიონული შეთანხმებების ფარგლებში ან რეგიონული სააგენტოების მიერ არ უნდა განხორციელდეს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული ნებისმიერი მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მიმართ, 107-ე მუხლით ან ნებისმიერი ასეთი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული პოლიტიკის განახლების წინააღმდეგ მიმართული რეგიონული შეთანხმებების მიერ გათვალისწინებული ზომებისა, მანამ სანამ ორგანიზაციას, შესაბამისი მთავრობების თხოვნით, შეიძლება დაეკისროს ასეთი სახელმწიფოს მხრიდან შემდგომი აგრესიის აღკვეთის პასუხისმგებლობა.

ტერმინი „მოწინააღმდეგე სახელმწიფო“, როგორც ის გამოყენებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, გულისხმობს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იყო წინამდებარე ქარტიის ხელმომწერი ნებისმიერი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე.