მუხლი 45🔗

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი სამხედრო ზომების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, წევრებს დაუყოვნებლივი მზადყოფნის მდგომარეობაში უნდა ჰყავდეთ ეროვნული საჰაერო ძალების კონტიგენტები ერთობლივი საერთაშორისო იძულებითი ღონისძიებისთვის. ამ კონტიგენტების ძალა, მზადყოფნის ხარისხი და მათი ერთობლივი მოქმედების გეგმები უნდა განსაზღვროს უშიშროების საბჭომ 43-ე მუხლში მოცემული სპეციალური შეთანხმების ან შეთანხმებების ფარგლებში, სამხედრო პერსონალის კომიტეტის დახმარები