მუხლი 42🔗
თუ უშიშროების საბჭო ჩათვლის, რომ 41-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები იქნება არაადეკვატური ან აღმოჩნდა არაადეკვატური, მას შეუძლია იმოქმედოს საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ძალებით, რაც შეიძლება საჭირო იყოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ან აღსადგენად. ასეთი მოქმედება შეიძლება მოიცავდეს ძალის დემონსტრირებას, ბლოკადას და სხვა ოპერაციებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრების საჰაერო, საზღვაო ან სახმელეთო ძალების გამოყენები