მუხლი 41🔗
უშიშროების საბჭოს შეუძლია, გადაწყვიტოს, თუ რა ზომები უნდა იქნეს გამოყენებული, რომლებიც არ გულისხმობს შეიარაღებული ძალის გამოყენებას თავისი გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, და მას შეუძლია, მოუწოდოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებს, გამოიყენონ ასეთი ზომები. ეს შეიძლება მოიცავდეს ეკონომიკური ურთიერთობების და სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საფოსტო, სატელეგრაფო, რადიო და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულ ან ნაწილობრივ შეჩერებას და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა