გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაწევრ სახელმწიფოს შეუძლია, უშიშროების საბჭოს ან გენერალურ ასამბლეას აცნობოს ნებისმიერი დავის შესახებ, რომლის მხარეც თავად არის, თუ იგი, დავის მიზნებისთვის წინასწარ იკისრებს წინამდებარე ქარტიით განსაზღვრულ ვალდებულებებს მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე.
გენერალური ასამბლეის მიერ იმ საკითხების განხილვაზე, რომელთა შესახებ მას ეცნობა წინამდებარე მუხლის მიხედვით, გავრცელდება მე-11 და მე-12 მუხლების დებულებებ