გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, რომელიც არ არის უშიშროების საბჭოს წევრი, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო, თუ იგი არის უშიშროების საბჭოს მიერ განსახილველი დავის მხარე, ხმის უფლების გარეშე, მიწვეული უნდა იქნეს მონაწილეობის მისაღებად ამ დავასთან დაკავშირებულ განხილვაში. უშიშროების საბჭომ უნდა დაადგინოს ის პირობები, რომლებსაც ის სამართლიანად მიიჩნევს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოს მონაწილეობისთვის.

თავი VI

დავების მშვიდობიანი მოგვარება