გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრს და 35-ე მუხლში აღნიშნულ არაწევრ სახელმწიფოებს:
(ა) 35-ე მუხლის შესაბამისად, ხელმოწერის, რატიფიკაციისა და შეერთების შესახებ;
(ბ) 36-ე მუხლის შესაბამისად, გაკეთებული დეკლარაციებისა და შეტყობინებების შესახებ;
(გ) 38-ე მუხლის შესაბამისად, გაკეთებული დათქმებისა და მათი გამოთხოვის შესახებ;
(დ) 39-ე მუხლის შესაბამისად, თარიღის შესახებ, როდესაც კონვენცია ძალაში შევა;
(ე) მე-40 მუხლის შესაბამისად, დენონსაციისა და შეტყობინებების შესახებ;
(ვ) 41-ე მუხლის შესაბამისად, გადახედვის თაობაზე თხოვნების შესახებ.
რის დასტურადაც სათანადოდ უფლებამოსილმა ხელისმომწერებმა ხელი მოაწერეს ამ კონვენციას შესაბამის მთავრობათა სახელით.
შესრულებულია ნიუ-იორკში, ათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი წლის ოცდარვა სექტემბერს და ამ კონვენციის დედანი, რომლის ტექსტები ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენაზე თანაბრად ავთენტიკურია, შესანახად გადაეცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არქივს, მისი დამოწმებული ასლი გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებსა და 35-ე მუხლში მითითებულ არაწევრ სახელმწიფოებ