ფედერალური ან არაუნიტარული სახელმწიფოს შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი დებულებები:
ა) ამ კონვენციის იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებიც განეკუთვნება ფედერალური ხელისუფლების საკანონმდებლო იურისდიქციას, ფედერალური მთავრობის ვალდებულება შესაბამის ფარგლებში იგივეა, რაც იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოებისა, რომლებიც არ არიან ფედერალური სახელმწიფოები;
ბ) ამ კონვენციის იმ მუხლებს, რომლებიც განეკუთვნება ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის შემადგენელ სახელმწიფოთა, პროვინციების ან კანტონების საკანონმდებლო იურისდიქციას, ფედერალური მთავრობა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ხელსაყრელი რეკომენდაციით გააცნობს შესაბამისი სახელმწიფოების, პროვინციებისა და კანტონების ხელისუფალთ.
გ) ამ კონვენციის მონაწილე ფედერაციული სახელმწიფო, ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს თხოვნით, რომელიც გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მეშვეობით, წარადგენს ცნობას ფედერაციისა და მისი შემადგენელი ნაწილების კანონებისა და სამართლის შესახებ ამ კონვენციის ნებისმიერ კონკრეტულ დებულებასთან დაკავშირებით და აჩვენებს, თუ როგორ განხორციელდა ეს დებულება საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიები