1. ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება მის ტერიტორიაზე, თუ საფრთხე არ ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

2. მოქალაქეობის არმქონე ასეთი პირის გასახლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ კანონის დაცვით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე შეუძლებელია. მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება მიეცემა, წარადგინოს მტკიცებულება თავის გასამართლებლად, შეიტანოს საჩივარი ან ჰყავდეს წარმომადგენელი უფლებამოსილ ორგანოში, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანიშნული პირის თუ პირთა წინაშე.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებას მისცემს ასეთ მოქალაქეობის არმქონე პირს, დარჩეს ამ ქვეყანაში გონივრული ვადის განმავლობაში, რომლის დროსაც უნდა მოიპოვოს კანონიერი დაშვების უფლება სხვა სახელმწიფოში. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, ამ პერიოდის განმავლობაში გამოიყენოს ისეთი შიდა ნორმა, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევ